პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

SEED ფოტომასტერკლასი არის სამთვიანი კურსი, სადაც მსურველებს მსოფლიოში აღიარებული 6 ქართველი ფოტოგრაფი, National Geographic საქართველოს ყოფილი არტ რედაქტორი და მთავარი რედაქტორი, და USAID-ის პროექტების გამოცდილი ოპერაციების დირექტორი მსურველებს უტარებენ მასტერკლასებს შემდეგ თემებზე:

  1. როგორ გადავიღოთ გამორჩეული პორტრეტი (ლევან ხერხეულიძე)
  2. დოკუმენტური ფოტოგრაფია – კადრი, რომელიც ნამდვილ ამბავს ყვება (ნათელა გრიგალაშვილი)
  3. კონცეპტუალური ფოტო – შენი იდეის მანიფესტაცია (გურამ წიბახაშვილი)
  4. რეპორტაჟი და ბუნება – სპორტი და მოგზაურობის დღიურები (თეიმურაზ პოპიაშვილი)
  5. მობილური და კომერციული ფოტოგრაფია – ინტერიერი, დიზაინი, რეკლამა, კერძები… (მარი ნაკანი, გიორგი მამასახლისი)
  6. მულტიმედია – ბლოგი, ფოტოშოპი და მონტაჟი (ლევან ბუთხუზი, მარინე ბალავაძე, მარი ნაკანი)
  7. ბიზნეს გეგმა – როგორ ვაქციოთ ფოტოგრაფია წარმატებულ ბიზნესად ან გამოვიყენოთ ბიზნესში (თამარ გერმანაშვილი)

 

თითოეული მასტერკლასი სამნაწილიანია:

შაბათი: მენტორის სამყარო, დისკუსია, პრაქტიკული დავალება.

ხუთშაბათი: თქვენი ნამუშევრებისა თუ ბიზნეს პროექტების  მენტორისთვის მიწოდება;

შაბათი: მენტორთან ერთად თქვენი ფოტო ამბების თუ ბიზნეს პროექტების განხილვა.

კურსის მიმდინარეობისას მენტორები შეარჩევენ საუკეთესო ნამუშევრებს. პროექტის ბოლოს მოეწყობა შერჩეული ნამუშევრების საჯარო გამოფენა. ღონისძიებაზე მონაწილეებს გადაეცემათ მასტერკლასის სერტიფიკატები. თითოეული მონაწილის პორტფოლიო განთავსდება მასტერკლასის ვებგვერდზე.

ბიზნეს პროექტებს კი შეარჩევს სპეციალურად მოწვეული ჟიური. SEED დააკავშირებს შერჩეული ბიზნეს პროექტების ავტორებს პოტენციურ ინვესტორებთან.